თეგი: საგანგებო მდგომარეობა

ოტავაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კანადის დედაქალაქ ოტავაში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, წითელ ზონაში სხვადასხვა კონსტრუქცია აღმართეს. აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე კანადის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას არ გააუქმებს. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ 7 ადამიანი დააკავა, ხოლო ხულიგნობის, ქურდობის და სხვისი ქონების დაზიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის 60 საქმე აღძრ.  „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ასახავს სერიოზულ საფრთხეს, რომელიც მიმდინარე დემონსტრაციებით წარმოიქმნება. ის ასევე უზრუნველყოფს უფრო მეტ მოქნილობას მუნიციპალურ ადმინისტრაციაში, რათა ქალაქ ოტავას საშუალება მიეცეს, შეფერხების გარეშე მართოს ბიზნესი მისი მცხოვრებლებისთვის საჭირო აუცილებელი სერვისებისთვის“, - ნათქვამია ოტავის მერიის განცხადებაში.

უკრაინის უშიშროების საბჭო ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას ითხოვს

უკრაინის უშიშროების საბჭო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უშიშროების საბჭომ მიიღო, თუმცა საბოლოოდ, ის უკრაინის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. BBC-ის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა დაწესდება ყველა რეგიონში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკისა. მისივე თქმით, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 22 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფებს კი, ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებას მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობა 24 თებერვლიდან ამოქმედდება და არ გავრცელდება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, სადაც 2014 წლიდან განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის უშიშროების საბჭო ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას ითხოვს 22 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფებს კი, ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება ურჩია. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან, ხოლო ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

იტალიის 5 რეგიონში გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იტალიამ, ჩრდილოეთის ხუთ რეგიონში, რომლებზეც მდინარე პო გადის, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  იტალიის ამ რეგიონებში აწარმოებენ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაახლოებით მესამედს. ძლიერი გვალვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ რეგიონში - ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ლომბარდია, პიემონტი და ვენეტო. გადაუდებელი საჭიროებებისთვის გამოყოფილია 36.5 მილიონი ევრო. „საგანგებო მდგომარეობა მიზნად ისახავს არსებული სიტუაციის გადაჭრას საგანგებო საშუალებებითა და უფლებამოსილებით“, - განაცხადა იტალიის მთავრობამ. პო იტალიის ყველაზე გრძელი მდინარეა, რომელიც აღმოსავლეთით 650 კმ-ზე მეტ მანძილზე მიედინება. პოს ხეობაში ფერმერები ამბობენ, რომ მარილიანი ზღვის წყალი მდინარეში ჩაედინება და მოსავალს ანადგურებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჩრდილოეთ იტალიის ალპებში მყინვარის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეულ ზვავს, სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.   

მიანმარში საგანგებო მდგომარეობა ექვსი თვით გახანგრძლივდა

მიანმარის სამხედროებმა, რომლებიც სახელმწიფო ძალაუფლებას ფლობენ ქვეყანაში, რესპუბლიკაში კიდევ ექვსი თვით საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ განაცხადეს. წერს Bloomberg-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. ხელმძღვანელობის განცხადებით, ქვეყანას მეტი დრო სჭირდება სტაბილურობის დასაბრუნებლად და არჩევნებისთვის მოსამზადებლად. მიანმარში სამხედრო გადატრიალება 2021 წლის თებერვალში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.  

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მოლდოვაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. Newsmakerის ცნობით, ამის შესახებ დღეს ტელეეთერში მოლდოვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბლადიმერ ბოლიამ განაცხადა.  მისი თქმით, ამ დროისთვის მდინარე დნესტრში წყლის დონე 30-40% აღწევს, პრუტეში -15-30%, მცირე მდინარეებში კი 10-20%-ს. დიდ მდინარეებს ამის გამო ყვითელი, ხოლო პატარებს წითელი კოდი მიენიჭათ.  ასევე შემცირდა გრუნტის წყლების დონე, რომელზედაც არტეზიულ ჭაბურღილებში წყლის დონეა დამოკიდებული. მოლდოვას ეკოლოგიის სამინისტრომ რეკომენდაცია გაუწია წყალმომარაგების კომპანიებს, რომ გარკვეული საათის განმავლობაში წყალი დაგეგმილად გათიშონ.       

რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს ekhokavkaza სერგეი მენიაილოს კომენტარს, კრემლის მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც მენიაილომ Solovyov Live-ის ეთერში განაცხადა, ასევე გაიხსნება დროებითი განსახლების ცენტრები მოქალაქეებისთვის. „ახლა ვითარება ფასდება და, დიდი ალბათობით, გადავწყვეტ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას [გამშვებ პუნქტზე], იქ დროებითი განსახლების ცენტრი უნდა განვათავსო, რადგან იქ ქალები და ბავშვები არიან”, - თქვა მენიაილომ. ამასთან, რუსული მედია, საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის განთავსების შეახებ იუწყება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

ლატვიამ, რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლატვიის მთავრობამ მოსკოვის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის გამო, რუსეთთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალური რეჟიმი 28 სექტემბრიდან ამოქმედდა და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება,  ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.  ანგარიშში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის ალუქსნეს, ბალვისა და ლუძას რაიონებში იმოქმედებს. რეჟიმი ასევე ვრცელდება პორტებზე, აეროპორტებზე, სასაზღვრო პუნქტებსა და რკინიგზაზე. ლატვიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირების მიზნით, პედეძის სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საზღვრის გადაკვეთაზე რუსეთის მოქალაქეების ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ, ბრძანება მიიღო. მანამდე ლატვიამ გადაწყვიტა ჰუმანიტარული ვიზები რუსეთის იმ მოქალაქეებზე არ გასცენ, რომლებსაც სურთ ჯარში გაწვევის თავიდან აცილება ან საზღვრის გადაკვეთა, თუ უკვე აქვთ შენგენის ვიზა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ ახსნა. იმავდროულად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბულგარეთის შემდეგ, მის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, დატოვონ რუსეთი და თავი შეიკავონ ქვეყანაში მოგზაურობისგან.  

დიდთოვლობის გამო ბაიდენმა, ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, აშშ-ის შტატ ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად თანხების გამოყოფის ბრძანება გასცა. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. „წუხელ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნიუ-იორკის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 18 ნოემბრიდან ნიუ-იორკის შტატში გადაუღებლად თოვს და ქარბუქია. ჯო ბაიდენმა ასევე საგანგებო სიტუაციებისთვის, ფედერალური სამსახურებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა ბრძანა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.  

უკრაინაში ომის გამო, მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

მოლდოვის მთავრობა უკრაინაში ომისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, საგანგებო მდგომარეობას კიდევ 60 დღით ახანგრძლივებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ განაცხადა. პროექტი პარლამენტის სხდომას დღეს წარედგინება. მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან მოქმედებს.  

„უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

„უკრენერგომ“ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში სისტემური ავარიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.  როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ასეთი რეჟიმი მაშინ ცხადდება, როცა კომპანიას არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მომხმარებელთა მინიმუმ 50% ელექტროენეგია მიაწოდოს. Ukrenergo ამბობს, რომ დღეს, რუსეთის ძალების მიერ, უკრაინაზე განხორციელებულმა მასიურმა სარაკეტო თავდასხმამ სისტემური ავარია გამოიწვია, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის საკმარისი ენერგიის გამომუშავებას ან განაწილებას. დაზიანებულია თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, მთავარი ელექტრო ქვესადგურები, აცხადებენ კომპანიაში. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო თავდასხმის დროს დაზიანდა.  

იტალიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იტალიამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება და სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ იტალიაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა,  გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი დაახლოებით 7 900 იყო.  

ეკვადორის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, პირდაპირი ეთერის დროს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ სატელევიზიო სტუდია ТС-ს, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე კი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოდაჯგუფების ლიდერის ციხიდან გაქცევის გამო, ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პისტოლეტებით, თოფებით, ტყვიამფრქვევებითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია. მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა. „ეს არის ქმედება, რომელიც ტერორისტულ აქტად უნდა ჩაითვალოს,“ - აღნიშნა პოლიციის მეთაურმა. ტელეკომპანიაზე თავდასხმის შემდეგ, ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ გამოსცა ბრძანება ნარკოტრეფიკინგში ჩართული 20 დაჯგუფების ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადების შესახებ და ეკვადორის სამხედროებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში მათი ნეიტრალიზაციის უფლება მიანიჭა.